მემონტაჟე დასავლეთ საქართველოში

აღწერა

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - მემონტაჟეს დასავლეთ საქართველოში! Blue Waters მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://bluewaters.ge იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს. რას გთავაზობთ: ** საბაზისო ანაზღაურებას 1000 ლარის ოდენობით + ბონუსი ** კარიერული ზრდის შესაძლებლობა ** სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება ** საწვავის ხარჯების ანაზღაურება ** მცოცავი სამუშაო გრაფიკი ** სამონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად დროის წინასწარ შეთანხმდება სამუშაოს აღწერა: ** საკანალიზაციო სისტემების მონტაჟი ან შეფ-მონტაჟი (სამონტაჟო პროცესის ზედამხედველობა) კერძო სახლების, აგარაკების, კომერციული ობიექტებისთვის მოთხოვნები: ** სპეციალისტი საინჟინრო/სამშენებლო გამოცდილებით, რომელიც მაღალი ხარისხით განახორციელებს ჩვენი ავტონომიური საკანალიზაციო სისტემების მონტაჟს ** საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-3 წელი ** განვიხილავთ ინდ. მეწარმის სტატუსის მქონე კანდიდატებთან თანამშრომლობასაც გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hrbluewaters.bitrix24site.ru/manager_aupk_eers_gcqj_tuez_clvo_cvqx_hjlr_crrl_zsap/ აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მემონტაჟე ტექნიკოსი
Beta Print
თბილისი 1200₾-1800₾ დედლაინი: 1 კვირაში

ოპტიკური ქსელის მემონტაჟე
სქაიტელი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 3 კვირაში

კომპანია


Blue Waters

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
6 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო